top of page
Untitled_2.1_edited.jpg

ᲚᲐᲓᲝ ᲭᲔᲚᲘᲫᲔ

Dr.Rodger Service Management-ის დამფუძნებელი

კომპანია „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტი“ ფუნქციონირებს 2006 წლიდან. ჩვენი საქმიანობა შედგება შენობის მოვლისგან, რაც მოიცავს მის დასუფთავებას, ტექნიკურ ზედამხედველობას, დეზინფექციასა და სადეზინფექციო მომსახურებას, სადეზინფექციო და საწმენდი აგენტების უზრუნველყოფას, აგრეთვე უნიფორმების მიწოდებას, მათ გარეცხვასა და ქირაობას. შენობების მოვლის მენეჯმენტი წარმოადგენს დისციპლინის, კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, ტექნოლოგიისა და პერსონალის კომბინაციას. ჩვენი მიზანია, რომ ეს სერვისი ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ბაზარზე. ამავდროულად, მომსახურების ღირებულება უნდა ოყოს ხარისხის შესაბამისი. ჩვენ გვჯერა, რომ კლიენტის ნდობა კონკრეტული ბრენდისადმი იწყება შენობის სისუფთავიდან და ჰიგიენური უსაფრთხოებიდან. დღეისთვის „დრ.როდგერ სერვის მენეჯმენტი“ არის უდავო ლიდერი საქართველოს დასუფთავების ბაზარზე. ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ლოგისტიკური ცენტები წარმოდგენილია ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და თელავში. რაც შეეხება მომსახურეობის საფასურს, ჩვენი უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში საშუალებას გვაძლევს, რომ ვიხელმძღვანელოთ ყველაზე მეტად შესაფერისი ფასთაღრიცხვით.

კომპანია ,,დრ. როდგერ სერვის მენეჯმენტი“ ამჟამად საქართველოში უმსხვილესი კომპანიაა დასუფთავების სფეროში, როგორც ბრუნვით ასევე პერსონალის რაოდენობით.
კომპანიაში დასაქმებულია 1500-მდე ადამიანი.
კომპანია ოპერირებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ამითაც გამოირჩევა არსებულ ბაზარზე, რადგან ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც გააჩნია საკუთარი სასაწყობე მეურნეობები და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი ყველა რეგიონში.
კომპანია იყენებს მხოლოდ შვეიცარიული ფირმის, Taski-ის პროფესიონალური დასუფთავების იატაკის მოსარეცხ ტექნიკას, მსოფლიოს ლიდერი კომპანიის Diversey-ის სარეცხ საშუალებებს და ZOMA-ს საკუთარი, ქართული წარმოების ჰიგიენურ საშუალებებს.
ხარისხი ჩენი კომპანიის პრიორიტეტია, რომელიც ტრადიციულად გამოგვარჩევს არსებული კონკურენტების ფონზე, ამიტომაც ჩვენი ბრენდი, დოქტორ როდგერ სერვის მენეჯმენტი, დასუფთავების ბაზარზე გაიგივებულია მომსახურების მაღალ ხარისხთან;

ჩვენს კომპანიას ყავს პროფესიონალების გუნდი, რომელთა პროფესიონალიზმის გაზრდაზეც მუდმივად ვზრუნავთ და მთელი ეს ერთობლივი მოცემულობა გვაძლევს საშუალებას თქვენ მიიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება ოპტიმალურ ფასად.
ყველა ზემოთ აღნიშნული განაპირობეს იმას, რომ ჩვენი კომპანია დაახლოებით 28%-ის მფლობელია არსებულ ბაზარზე.

ჩვენი კლიენტები არიან ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორიცაა თეგეტა მოტორსი, გალერეა თბილისი, ბიზნესცენტრი პიქსელი.
სახელფწიფო ორგანიზაციებიდან - შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სახლი, საქალაქო სასამართლო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და ა.შ.
გარდა ძირითადი, დასუფთავების მიმართულებისა, კომპანიაში უკვე 6 წელია ვავითარებთ დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის მიმართულებას.
ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენებიდან გამომდინერე, სადეზინფექციო მომსახურებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და ამ მიმართულებაშიც ჩვენი კომპანია ლიდერის პოზიციას იკავებს, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ბაზრის პროცენტის ფლობის ნაწილში.
აღსანიშნავია რომ ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება და ცდილობს ახალი მიმართულებებით მუშაობას, ამჟამად შენობის კომპლექსური მომსახურების სერვისს ვავითარებთ, შესაბამისად ბოლო სამი წელია ვზრდით შენობების ტექნიკური მომსახურების მიმართულებას და დღეის მდგომარეობით ამ მიმართულების ბრუნვამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ყოველივე ზემოთხსენებული განაპირობებს, ჩვენი კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობის კმაყოფილებას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავენ კიდეც.

ჩვენ შესახებ: About
ჩვენ შესახებ: Welcome
bottom of page